თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე „სახელმძღვანელოების კონკურსი - 2022“ განხორციელების შესახებ ვბრძანებ:
1. გამოცხადდეს ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამათა საგნების სახელმძღვანელოების შექმნისა და განახლების კონკურსი;
2. კონკურსის განსახორციელებლად ფაკულტეტის 2022 წლის ბიუჯეტიდან გამოიყოს 20 000 ლარი;
3. ახალი სახელმძღვანელოს შექმნის ანაზღაურება: მაქსიმუმ - 5 000 ლარი; არსებულის (2017 წლამდე გამოცემულის) განახლება: მაქსიმუმ - 2 500 ლარი;
4. არჩევითი საგნის სახელმძღვანელო საკონკურსოდ განიხილება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბოლო ორი სასწავლო წლის განმავლობაში საბაკალავრო პროგრამის საგანზე თითოეულ წელს დარეგისტრირებული იყო არანაკლებ 70 სტუდენტისა;
5. სახელმძღვანელოს აუცილებლად უნდა ჰყავდეს სამეცნიერო და ენობრივი რედაქტორი, რომლის ხარჯებს გაიღებს ავტორი;
6. სახელმძღვანელო გაფორმებული უნდა იყოს APA-ს სტილით;
7. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს, რომელსაც მოქმედი ხელშეკრულების ფარგლებში გამოქვეყნებული/შექმნილი აქვს ერთი სახელმძღვანელო მაინც;
8. პრიორიტეტი მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც „სახელმძღვანელოების პროექტის“ ფარგლებში არ მიუღია დაფინანსება;
9. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
1) განცხადება დეკანის სახელზე;
2) სახელმძღვანელოს დეტალური ანოტაცია (მინიმუმ 500 სიტყვა);
3) სავარაუდო სარჩევი (რამდენიმე ავტორის შემთხვევაში, სარჩევში ნათლად უნდა ჩანდეს თითოეული ავტორის წვლილი);
4) ლიტერატურის ჩამონათვალი, რომლის ბაზაზე იქმნება/განახლდება სახელმძღვანელო;
5) სახელმძღვანელო, რომლის განახლებაც სურს კონკურსანტს;
10. საკონკურსო საბუთები, ხოლო შემდგომში, დასრულებული პროექტები უნდა აიტვირთოს ბმულზე
11. საკონკურსო პროექტის ბმულზე ატვირთვის ვადა – ა.წ. 1 მარტი, 13.00 სთ;
12. გამარჯვებული პროექტები გამოცხადდეს 14 მარტს;
13. დასრულებული პროექტის ბმულზე ატვირთვის ვადა:
სახელმძღვანელოს განახლების შემთხვევაში – 2022 წლის 1 ნოემბერი
ახალი სახელმძღვანელოს შექმნის შემთხვევაში - 2023 წლის 1 მარტი
14. დასრულებული პროექტის წარდგენის ვადის დარღვევის შემთხვევაში, პროექტი არ განიხილება;
15. დაფინანსებული პროექტის ანაზღაურება მოხდება სახელმძღვანელოს წარდგენის, რეცენზირების და საგამომცემლო საბჭოს მიერ დამტკიცების შემდგომ;
16. სახელმძღვანელო გამოქვეყნდება ელექტრონული ფორმით;
17. საკონკურსო პროექტების შერჩევასა და დაფინანსებული პროექტების მონიტორინგს ახორციელებს საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
• თამარ დოლბაია – კომისიის თავმჯდომარე, ასოცირებული პროფესორი, ფაკულტეტის დეკანი, საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულება;
• თეონა მატარაძე – კომისიის მდივანი, ასოცირებული პროფესორი, დეკანის მოადგილე სამეცნიერო დარგში, ინტერდისციპლინური მიმართულება;
• რევაზ ჯორბენაძე – პროფესორი, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;
• თორნიკე თურმანიძე – პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება;
• მანანა შამილიშვილი – პროფესორი, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება;
• სალომე დუნდუა – ასოცირებული პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერების მიმართულება;
• ლია წულაძე - ასოცირებული პროფესორი, სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულება;
15. ფაკულტეტის დეკანის სამდივნომ უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა და თვალსაჩინო ადგილზე განთავსება;
16. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.